ბორჯომის სოფელ ბეშეთში გზას აგებენ

304

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშეთში, პირველად, დასახლების არსებობის მანძილზე, საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. სამუშაოები, ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს.

ასფალტო-ბეტონის საფარი გზის 700 მეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა.

გზის მოასფალტების პარალელურად, პროექტის ფარგლებში, მძიმე ტექნიკის დახმარებით სოფელი ვარდგინეთის ბეშეთთან დამაკავშირებელი გზა გაიწმინდა და მოსწორდა, რაც მოქალაქეებს გადაადგილებას გაუმარტივებს.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.