ამჟამად ყველა ფლიგელის მშენებლობა დასრულებულია. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სტადიონის შიდა ინტერიერის მოწესრიგება და საფეხბურთო მოედნის საფარის მოწყობა.
პროექტი ითვალისწინებს ძირითადი და სათადარიგო სტადიონის მშენებლობას.
მთავარი მოედანი 7 200-ზე მეტ მაყურებელს დაიტევს, ასევე, სათადარიგო მოედანი 1224 მაყურებელზეა გათვლილი. მთავარი მოედანი ბუნებრივი საფარით, ხოლო სათადარიგო ხელოვნურით დაიფარება.