შენგელია: სასამართლო დავა რიონისპირა სახლების პროექტირების ახალ ტენდერთან დაკავშირებით ხელისშემშლელი იქნება

518

წინა სტატია

“ვადასტურებ, რომ სასამართლო დავა რიონისპირასახლების პროექტირების ახალ ტენდერთან დაკავშირებით ხელისშემშლელი იქნება,”- განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი შენგელიამ.

მისი თქმით, მუშაობენ ახალ ტენდერზე, თუმცა, ვიდრე სასამართლო არ დამთავრდება, ტენდერი ვერ გამოცხადდება.

“ვადასტურებ, სასამართლოში გვაქვს დავა და ვადასტურებ, რომ ეს იქნება ხელისშმეშლელი, დეტალურად იურიდიულ საკითხზე ვერ მე ვუსაუბრებ. მიდის რაღაც პროცესები, ჩვენ ვმუშაობთ, რომ ახალი ტენდერი გამოვაცხადოთ”, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

კითხვაზე, გააჟღერა თუ არა არასწორი ინფორმაცია, როდესაც თქვა, რომ ტენდერი ივლისში გამოცხადდებოდა, განაცხადა, რომ მას ვადები არ უთქვამს და რომ ახალი ტენდერის გამოცხადება დაანონსა, რისთვისაც სამუშაოები გრძელდება.

შეგახსენებთ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა. მიზეზად ვადების დარღვევა დაასახელეს. კომპანიამ სასამართლო დავა დაიწყო.