„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დაბა წაღვერში, ადგილობრივების გადაწყვეტილებით საფეხმავლო ხიდის აღდგენა მიმდინარეობს.
ბორჯომის მერიი სინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოაჯირი, დამცავი კედელი, კიბეები, ფეხით სავალი ნაწილი, რკინა-ბეტონის ბურჯები და პანდუსი მოეწყობა.
მათივე ცნობით, 2020 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად, თითოეულ დასახლებაში საერთო კრებები ჩატარდა და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა პრიორიტეტები.