ბორჯომის სოფელ მზეთამზეში საგზაო ინფრასტრუქტურას აწესიგებენ

418

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მზეთამზეში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ჯამში რკინა-ბეტონის გზის საფარი 800მ სიგრძის მონაკვეთზე დაიგება.

“ამჟამად ორ უბანში ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს, ხოლო ერთ უბანში გზის ქვედა ფენის მოწყობის სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა სანიაღვრეები და საცხოვრებელი სახლების შესასვლელი მონაკვეთები.

ბორჯომის მინიციპალიტეტისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულება, საკურორტო ზონაში და მიმდებარე სოფლებში საგზაო იფრასტრუქტურის მოწესრიგება. რათა როგორც ადგილობრივებმა, ასევე, დამსვენებლებმა შეეძლეონ კომფორტული გადაადგილება”, – განმარტავენ ბორჯომის მერიაში.

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.