სოფელ დაბაში ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონი და სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულდა, ასევე, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, სოფელ დაბის სკვერში ფიტნეს-ტრენაჟორის მოედანის მოწყობა მიმდინარეობს.
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში და ადგილობრივი ბუუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით 13 ფიტნეს-ტრენაჟორი დამონტაჟდება.