ჩაბანო-ახალსოფლის დამაკავშირებელი გზის მოასფალტებას 2 მილიონი ლარი მოხმარდება

988

ჩაბანო-ახალსოფლის დამაკავშირებელი გზის მოასფალტება დაიწყო.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში 3,1 კმ გზის მოასფალტების სამუშაოები რამდენიმე დღე გაგრძელდება, რომლის დასრულების შემდგომ სამშენებლო კომპანია გადაინაცვლებს დაბა თიანეთში – ფიროსმანის, ცხრაკარისა და არტნის ქუჩის მესამე შესახვევის მოსაასფალტებლად.

ასევე, მათივე ცნობით, უახლოეს ხანში დაიწყება სოფელ ტუშურებისა და სოფელ დევენაანთხევის ცენტრალური გზების მოასფალტება.

“სამუშაოები ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან, რომელთა საერთო ღირებულება 2 მილიონ ლარს აღემატება”, – განმარტავენ თიანეთის მერიაში.