სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გურჯაანის სოფელ ზემო კაჭრეთში ინფრასტრუქტურას აწესრიგებენ

374

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

გურჯაანის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს სოფლის ცენტრში მდებარე შენობის, რომლის ნაწილშიც განთავსებულია სოფლის ამბულატორია და სპორტული დარბაზი, კარ-ფანჯრის ჩასმა და ეზოს შემოღობვა. ასევე, პროგრამით გათვალისწინებებული თანხით, შინმოუსვლელთა მემორიალის ეზოში მოეწყობა სველი წერტილი.

მერიის ცნობით, წელს ზემო კაჭრეთისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, 16 000 ლარია გამოყოფილი.