გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ხიდების რეაბილიტაცია დასრულდა. დასრულებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გამგებელმა დავით ონიაშვლმა მოადგილესთან, ალექსი ვეშაპურთან ერთად მოინახულა – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა ატენი-ხიდისთავის დამაკავშირებელი ხიდის და ატენის სიონთან ე.წ. „ფუხაანთუბანში“ არსებული ხიდის სრული რეაბილიტაცია.
„ატენში ორივე ავარიული ხიდი უკვე რეაბილიტირებულია, ჩატარდა ხიდების გამაგრებითი სამუშაოები, შეიცვალა მოაჯირები, რეაბილიტირდა სავალი ნაწილი. ხიდებზე ფეხით და ავტომობილით მოძრაობა საშიშროებას აღარ წარმოადგენს მოსახლეობისთვის“ – განაცხადა გამგებლის მოადგილემ ალექსი ვეშაპურმა.
პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მათი ჯამური ღირებულება 16 506 ლარია.
წყარო: აიპრესი