ბორჯომის სამუზეუმო ქალაქად ქცევის კონცეფციის ფარგლებში, ისტორიული შენობის – „კავალერიის კორპუსის“ რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 2 მილიონი ლარია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სარესტავრაციო და საექსპოზიციო მოწყობის პროექტი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სამუზეუმო კონცეფციის საფუძველზე შემუშავდა.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.
2 მილიონად შეფასებული სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.
რესტავრაციის შემდეგ ისტორიული შენობა სამუზეუმო ექპონატებითა და სხვა ტურისტული დატვირთვის მქონე სივრცეებით აღიჭურვება.
სამომავლოდ, პროექტი, ერთ არეალში 5 უნიკალურ ნაგებობას – რომანოვების ლიკანის რეზიდენციას, მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, პირველი ჰიდროელექტროსადგურის შენობას, ბორჯომის ისტორიულ ქარხანასა და კავალერიის კორპუსს გააერთიანებს.