ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის მე-5 ქუჩაზე სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები მინდინარეობს.
პროექტის ფარგლებში 40-მდე ოჯახს სუფთა, სასმელად ვარგისი წყალი მიეწოდება. აღნიშნულ სოფლის მოსახლეობას წლების განმავლობაში სასმელი წყლით მომარაგების პრობლემა აწუხებდა, ვინაიდან დაზიანებული წყლის სისტემა ვერ უზრუნველყოფდა სასმელი წყლის საჭირო რაოდენობით დასახლების მომარაგებას. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ იდგა ზაფხულის პერიოდში.
სასმელი წყლის მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ დაათვალიერა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას შეხვდა.