“ქარულმა ოცნებამ” დღეს საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. 30 კანდიდატს შორის 4 მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულია.
სახელმწიფო რწმუნებულები თანამდებობებზე კიდევ 1 თვე იქნებიან, სანამ მმართველი პარტია მაჟორიტარობის კანდიდატებსცესკოში ოფიციალურად არ დაარეგისტრირებს.
ინფორმაციისთვის, აბაშა-მარტვილი-ჩხოროწყუ-წალენჯიხაში მაჟორიტარობის კანდიდატად “ქართულმა ოცნებამ” სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია წარადგინა.
გორისა და კასპის გაერთიანებულ ოლქში “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარ კანდიდატად შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ხოჯევანიშვილი დაასახელა.
მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატია შალვა კერესელიძე, რეგიონის მოქმედი სახელმწიფო რწმუნებული.
თელავის, ახმეტის, ყვარელისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნებამ” მაჟორიტარ კანდიდატად ასევე მოქმედი სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქალაგიშვილი წარადგინა.