ხოჯევანიშვილი: რეგიონში, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, მთავარ გამოწვევად ოკუპაცია რჩება

418

წინა სტატია

რეგიონში, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, მთავარ გამოწვევად ოკუპაცია რჩება, – ამის შესახებ პარტიის “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” კასპისა და გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

როგორც ხოჯევანიშვილმა წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ორწლიანი საქმიანობის ზუსტად შეისწავლა ის საჭირობები, რაც ქართველი ხალხისთვის დღის წესრიგში დგას და ამჯერად, უკვე საკანონმდებლო ორგანოდან გააგრძელებს რეგიონის საკითხებზე ზრუნვას.

„ქართული ოცნება” არის ის გუნდი, რომელსაც ძალუძს ჩვენი ქვეყნის და მათ შორის იმ რეგიონის მოსახლეობაზე ზრუნვა, რომელი რეგიონიდანაც მე ვიყრი კენჭს. ჩემთვის დიდი პატივი და დამატებითი პასუხისმგებლობააცაა ის, რომ ვიყო გორისა და კასპის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში. ჩვენი რეგიონისთვის, ისევე როგორც დანარჩენი საქართველისთვის, მთავარ გამოწვევად რჩება ოკუპაცია. ამ პროცესში ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან. ამის გარდა, რა თქმა უნდა, ნომერ პირველი საზრუნავი იქნება თითოეული მოქალაქე და მათი საჭიროებების შესწავლა და საჭირობების შესაბამისი ნაბიჯების დროული გადადგმა”, – განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ცნობისთვის, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქრთველომ” დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.