ზაურ დარგალი: როგორც უკვე მომავალი დეპუტატი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მარნეულელების და გარდაბნელების ხმა იყოს პარლამენტში

466

წინა სტატია

შემდეგი სტატია

როგორც უკვე მომავალი დეპუტატი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მარნეულელების და გარდაბნელების ხმა იყოს საქართველოს პარლამენტში, – ამის შესახებ გარდაბნისა და მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა განაცხადა. მან ჟურნალისტებთან მარნეულში უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში მარნეულში ყველა სოფელს ხარისხიანი სასმელი წყალი ექნება.

“როგორც ერთი წლის წინ მე დავპირდი მარნეულელებს, რომ გავხდებოდი თითოეული ოჯახის წევრი, გარდაბანშიც ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიდგომას. 2012 წლის მერე მარნეულის მუნიციპალიტეტში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, რომელიც მიმართული იყო მუნიციპალიტეტის განვითარებაზე. ჩვენ ვასრულებთ იმ საბაზისო ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს, რომელიც არსებობს ჩვენს მუნიციპალიტეტში. ბოლო წლებში მარნეულში ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები მოგვარდა. სასმელი წყალი, საგზაო ინფრასტრუქტურა, ცენტრალული გზები. წელსაც და უახლოეს მომავალშიც არ გვექნება არცერთი სოფელი მარნეულში, სადაც არ იქნება ხარისხიანი სასმელი წყალი, ცენტრალური გზა”,- განაცხადა დარგალმა.

ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ზაურ დარგალი, რომელიც მარნეულის მოქმედი მერია, პარტიამ გარდაბნისა და მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა.