გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარულ ოლქში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი იქნება. თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში კი გიორგი ბოტკოველი იბრძოლებს. ინფორმაცია ტელეკომპანია „გურჯაანს“ პარტიის გურჯაანის რაიონულ ორგანიზაციაში დაუდასტურეს.
ტელეკომპანიასთან საუბრისას გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ კახეთის ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად მისი კანდიდატურა განიხილება და ოფიციალურ გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო გაავრცელებს.