ბორჯომში სამ ქუჩაზე სხვადასხვა სახის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
ბორჯომის გამგეობის ინფორმაციით, ჭავჭავაძის ქუჩაზე განხორციელდა ძველი ამორტიზირებული ღობისა და აკაკის ქუჩაზე ასასვლელი კიბის რეაბილიტაცია, გურამიშვილის ქ. №6-თან მოეწყო მოაჯირები, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტროტუარზე კი თუჯის ბონძიკები დამონტაჟდა.
აღნიშნული ქუჩები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და ტურისტულად საკმაოდ დატვირთულია, ამიტომ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 57 050 ლარით დაფინანსდა.
წყარო: ინტერპრესნიუსი