ქალაქ ახალციხეში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მე-3, დამამთავრებელი ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს, – აცხადებენ ახალციხის მერიაში.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 1 100 მეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკი დეკორატიული ფილებითა და ბაზალტის ბორდიურებით მოპირკეთდება, ასევე, მოეწყობა საყრდენი კედელი და სამანქანო გზის 700 მეტრიან მონაკვეთზე დაიგება ასფალტის საფარი.
ამასთან, პროექტი ითვალისწინებს რეაბილიტაციას, ცენტრალური მაგისტრალიდან რუსთაველის ქუჩა №125 კორპუსამდე.