ბათუმის მერიის პრესსამსახურიის ინფორმაციით, ქალაქის მერი ლაშა კომახიძე შვებულებაში იმყოფება. შესაბამისად, კომახიძის მიერ დღეს რაიმე თემაზე ბრიფინგის გამართვა არ იგეგმება. მერის მოვალეობას ვიცე-მერი ჯაბა ტუღუში შეასრულებს.
ოპოზიციის განცხადებით, ლაშა კომახიძეს თანამდებობის დატოვებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სთხოვს, რადგან მასთან დაპირისპირებაშია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება და “ქართულ ოცნების” პარტიულ სიაში ჩასმას ითხოვს, რაზეც უარს ეუბნებიან.
ცნობისთვის, გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე თანამდებობიდან წასვლას და 13 ივლისს მედიისთვის განმარტების გაკეთებას გეგმავდა. თუმცა, დღეს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ბრიფინგი არ გაიმართება.
ლაშა კომახიძე ბათუმის მერად 2017 წელს აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა 2021 წელს გასდის.