შესაძლოა, ბათუმის მერმა თანამდებობა “ოცნების” საპარლამენტო სიაში ჩასმის სანაცვლოდ დატოვოს

950

სტატიის გაგრძელება

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ, შესაძლოა, საკუთარი სავარძელი საქართველოს პარლამენტში მოხვედრის საფასურად დათმოს. ამას ის შეტყობინება ადასტურებს, რომელიც მან “ქართული ოცნების” ერთ-ერთ მაღალჩინოსანს გაუგზავნა.  ინფორმაციას ტვ25 საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ქალაქის მერი თანამდებობის დატოვებას არჩევნებამდე გეგმავს, თუმცა, საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად სიაში ჩასმის სანაცვლოდ. მერმა ამის შესახებ შეტყობინება პარტიის ცენტრალურ ოფისშიც გაააგზავნა, მაგრამ დეტალებზე კომენტარის გაკეთება ჩართულ კამერასთან არ ისურვა.

სიუჟეტში ნათქვამია, რომ ლაშა კომახიძეს შეტყობინება ირაკლი კობახიძის ნაცვლად სამთავრობო ჯგუფში გაეგზავნა, სწორედ აქედან გახდა ცნობილი ჩვენთვის სკანდალური საკადრო პოლიტიკის დეტალები. წყარო, რომელმაც ჩანაწერი მოგვასმენინა იგი გარკვეული მიზეზების გამო, ამ ეტაპზე არ მოგვაწოდა, გვითხრა, რომ შეტყობინების გასაჯაროვების შემთხვევაში, შესაძლოა მისი იდენტიფიცირება მოხდეს.

„მაცნემ“ ლაშა კომახიძეს ისიც ჰკითხა – რატომ გეგმავს ის თანამდებობის დატოვებას, თუმცა ქალაქის პირველმა პირმა არც იმაზე ისაუბრა რამ ან ვინ აიძულა ამ გადაწყვეტილებამდე მისულიყო. სავარაუდოდ, ლაშა კომახიძე ქალაქის მერის პოსტზე თავად თორნიკე რიჟვაძეს არ აწყობს, რომელიც მთავარი გადაწყვეტილების მიმღებია რეგიონში. რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო გვიყვება, რომ თორნიკე რიჯვაძესა და ლაშა კომახიძეს შორის დაძაბული ურთიერთობაა.

შეგახსენებთ, ეს უკვე მეორე შეტყობინებაა ლაშა კომახიძის მხრიდან პოლიტიკოსზე მიწერილი, რომლის შინაარსიც საჯაროვდება. აღმოჩნდება თუ არა არჩეული მერი თანამდებობის მიღმა – საარჩევნო სიაში ჩასმის სანაცვლოდ ამას ჯერ ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს, რომლის შემდეგაც რეგიონში გადაწყვეტილების მიმღები პირები გაასაჯაროვებენ.