გრაკალში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სასმელი წყლის შიდა ქსელი გაფართოვდება

1193

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გრაკალში სასმელი წყლის შიდა ქსელის სამუშაოები დაიწყება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. კერძოდ, ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, მცირეკომლიან სოფელში ახალი ონკანიც დაემატება.

,,გვალვიან სეზონზე საჭირო გახდა მილისა და საუბნო ონკანის დამატება” – აღნიშნავენ გამგეობაში.

სამუშაოებს სავარაუდოდ შპს ,,საქმიანო ეზო – თაზო” აწარმოებს, რომელიც სოფლის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივ მუნიციპალიტეტში საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს.

წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი