კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში საბავშო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
“შპს „მშენკომპლექსმა“ შენობის გადახურვის, მეტალოპლასტმასის ფანჯრების მონტაჟის და შენობის გარეფასადის ლესვის სამუშაოები დაასრულა. ამჟამდ მიმდინარეობს შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
პროექტით შენობა თანამედროვე სტანდარტის გათვალისწინებით აღდგება. საბავშვო ბაღს აღსაზრდელთა კიდევ ერთი ჯგუფი დაემატება და სოფლის ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი გახდება”, – განმარტავენ მერიაში.
საბავშო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 278 913 ლარია და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
“მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღი შენდება სოფელ გრაკალში, იგოეთსა და სადგურ მეტეხის დასახლებაში, ხოლო რეაბილიტაცია უტარდება სოფელ ოკამის საბავშვო ბაღს” – აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა.
#გაიგერაკეთდებაკასპისმუნიციპალიტეტისოფელ აღაიანის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სოფელ აღაიანში საბავშო ბაღის…
Posted by კასპის მუნიციპალიტეტის მერია on ოთხშაბათი, 08 ივლისი, 2020