მერიის სამსახურების მიერ გაწეული მუშოაობა საკრებულოს დეპუტატებს საფინანსო–საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკთხთა კომისიის თავმჯდომარემ შოთა ნასყიდაშვილმა გააცნო. მან განაცხადა, რომ მცირე ჩავარდნა ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელების კუთხით არსებობს, დანარჩენი სამსახურების მუშაობა კი მხოლოდ დადებით შეფასებას იმსახურებს.
„ინფრასტრუქტურული პროექტები ძირითადად გვაქვს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც კანალიზაცია და წყალსადენი გამოსაცვლელია. დავიწყეთ მუშაობა და აღმოჩნდა, რომ ზოგი მილი 20 სმ–ზეა, ზოგი 30– ზე, მოგვიწია მათი აღდგენით სამუშაოები, წყალმომარაგების კომპანიაც გვედით გვედა. ჯამში, 523 მეტრი საკანალიზაციო სისტემის გამოცვლა გახდა საჭირო“, – ჩავარდენების მიზეზი განმარტა საკრებულოს სხდომაზე ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გელვასი გელაძემ.
„თუ ამ მიზეზებს ჩავთვლით ობიექტურ მიზეზებად, მაშინ ჩავთვალოთ ეს 6–თვიანი შედეგები დამაკამყოფილებლად“, – განაცხადა შოთა ნასყიდაშვილმა.
ახალციხის მერის ვლადიმერ ზედგინიძის განმარტებით, ქალაქში დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების უმეტესობა სექტემბრისთვის დასრულდება. ამ ეტაპზე სამუშოების 49%–ია დასრულებულია.
„მე კარგად შევაფასებ, იმიტომ, რომ მარტო კაცი მუშაობს (ქალაქის მერი ვლადიმერ ზედგინიძე. ს.კ) იყო ბევრი პრობლემები ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, მაგრამ არცერთი არ გავსულვართ და არ მოვხმარებივართ. ჩვენც შეგვეძლო ამის გაკეთება. მე დადებითად ვაფასებ მერიის მუშაობას“, – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა მალხაზ გიქოშვილმა.
დღევანდელ საკრებულოს სხდომას 15 დეპუტატიდან მხოლოდ ერთი კახაბერ ბერიძე არ ესწრებოდა. 14–მა დეპუტატმა 6 თვიანი მუშაობა
დადებითად შეაფასა.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე