ადიგენში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

396

ადიგენში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, სოფელ არლისა და წარბასთუმნის 3-კილომეტრიანი დამაკავშირებელი გზა, ბეტონის საფარით, სანიაღვრე არხებითა და მილ-ხიდებით მოეწყობა.

სამუშაოების მიმდინარე პროცესს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 249 999 ლარია.