შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის, (ზესტაფონის გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე), სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ცნობით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 8 ივლისის 15:00 დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ზედა საქარა, დილიკაური, ბოსლევის ნაწილი, თვრინი, ფუთი, ალავერდი, კვალითი, ცხრაწყარო, ძლოურდანეთი, კლდეეთი, ქვედა საქარის ნაწილი, დაბა შოროპანი, მარტოთუბანი.
“შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.