წეროვანის დევნილთა დასახლებიდან ცენტრალურ ავტომაგისტრალთან დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო

1603

წეროვანის დევნილთა დასახლებიდან ცენტრალურ ავტომაგისტრალთან დამაკავშირებელი 96 მეტრიანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო.  აღნიშნული პრობლემა რამოდენიმე წელია აწუხებს მოსახლეობას (განსაკუთრებით მძღოლებს).

13 ივლისს სახელმწიფო რწმუნებულის დუშეთის,თიანეთის, მცხეთის,ყაზბეგის და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტებში ბატონ ლევან ზაუტაშვილის წინაშე, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის და საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ ბალაშვილის მიერ დასმული გზის რეაბილიტაციის საკითხი ორ კვირაში საქმედ იქცა და უმოკლეს დროში იქნება მოგვარებული.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო მადლობას უხდის ბატონ ლევან ზაუტაშვილს ამ დიდი პრობლემის ოპერატიულად მოგვარებაში.

წყარო: აიპრესი