გარდაბნის მერის მოადგილე რევაზ ეგაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა

937

გარდაბნის მერის მოადგილე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად რევაზ ეგაძემ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.

მისივე ცნობით, ის მერის მოადგილის თანამდებობიდან 2020 წლის 2 ივლისს გათავისუფლდა.

როგორც რევაზ ეგაძე TV4-თან აცხადებს, მან დაკავებული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. თუმცა, გარდაბნის მერის მოადგილე არ ასახელებს მიზეზს, რის გამოც აღნიშნული გადაწყეტილება მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს რევაზ ეგაძე საქმიანობას.

ცნობისთვის, რევაზ ეგაძე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.

ჩემო ძვირფასო მეგობრებო, 2020 წლის 2 ივლისიდან გავთავისუფლდი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობიდან,…

Posted by რევაზ ეგაძე on შაბათი, 04 ივლისი, 2020