სულ მალე ონის მუნიციპალიტეტს ახალი, რეაბილიტირებული სპორტული სკოლა ექნება.
ამჟამად მიმდინარეობს სადემონტაჟო სამუშაოები. შენობაში განთავსებული იქნება სპორტსმენებისთვის 7 სასტუმრო ოთახი, სავარჯიშო ოთახები, სველი წერტილები და სხვა.
სამუშაოს საერთო ღირებულება შეადგენს 700 000 ლარს.
სამუშაო პროცესი მოინახულა ონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და მისმა მოადგილემ.
წყარო: აიპრესი