“ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” ბოიკოტს წყვეტს.
„საკომიტეტო პროცესებში მივიღებთ მონაწილეობას, პლენარულ სხდომასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არაფერი გვაქვს გადაწყვეტილი.
ზოგჯერ ჩვენ, როცა მნიშვნელოვანი საკითხებია გამოვდივართ ხოლმე ბოიკოტის რეჟიმიდან. დავაკვირდებით როგორი იქნება განხილვები და რა სიურპრიზებს შემოგვთავაზებს ხელისუფლება. იციან რომ მათთვის ეს არჩევნები არის გადამწყვეტი და ყველანაირად შეეცდებიან, რომ საკანონმდებლო დონეზეც კი საკუთარი ინტერესები ჩადონ ამ ცვლილებებში”, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.
„საარჩევნო კოდექსის“ განხილვაში ასევე მიიღებს მონაწილეობას „ევროპული საქართველოც“.
როგორც “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი უგულავამ აღნიშნა, წელიწადზე მეტია საარჩევნო კოდექსის საკითხი დამუშავების პროცესშია.
„8 მარტის შეთანხმება არ შესრულებულა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ერთი მხარე ეხება საარჩევნო სისტემის ცვლილებას. სასაცილო იყო ის ზეიმი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ მოაწყო. ეს მოხდა მაინც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით. მეორე კომპონენტი არის ზუსტად ეუთოს რეკომენდაციები საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. ამ დისკუსიაში „ევროპული საქართველო“ ვმონაწილეობთ, წელიწადზე მეტია ეს თემა დამუშავების პროცესშია. აქაც რამდენიმე საკითხია, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ, ამ საკითხებს „ქართული ოცნება“ არ ითვალისწინებს. მაგალითად, ყბადაღებუო თემად იქცა კოორდინატორების თავშეყრა საარჩევნო უბნებთან. პანდემიის პირობებში ეს თემა სხვა დატვირთვას იძენს. ამ კუთხით, ვითხოვთ ცვლილებებს. არის საკითხები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ არასწორად აყენებს. მაგალითად, ბლოკში პარტიებს შორის შეთანხმება იზღუდება კანონით. ამ დისკუსიაში „ევროპული საქართველო“, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები ვართ ჩართულები, თუ ძალიან გავიდა გვერდზე „ოცნება“ ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 117-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 120-მა დეპუტატმა. კენჭისყრაში „ნაციონალური მოძრაობა“ და ევროპული საქართველო“ არ მონაწილეობდა.
პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ რეფორმა სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა იყო. დამოუკიდებლობის არასრულ სამ წელში ამ მიმართულებით იმაზე მეტი გაკეთდა, ვიდრე 1991 წელს აღდგენილი...