დაშბაშის კანიონამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია უტარდება

1127

წალკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქციის (ხრამის) ხეობაში მდებარე დაშბაშის კანიონამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია 10 აგვისტოს დასრულდება.

გზაზე, რომლის სიგრძეც 1,4 კმ-ია, სამუშაოების 40% უკვე შესრულებულია. პროექტის ღირებულება 372 ათასს ლარს შეადგენს.