ალგეთის, აზიზქენდის, თაზაქენდის და გაჯისაქენდის მცხოვრებლებისთვის თვეების განმავლობაში პრიორიტეტულ საკითხს სწორედ სასმელი წყლით უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მოადგილეები ალექსანდრე მეტრეველი და ზაურ დარგალი მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, მოადგილე თეიმურაზ ბერიძე, თვითმმართველობის თანამშრომლები, ,,მარნეულის სოფწყალისა” და „რუსთავწყალის“ წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და ეს სასიამოვნო სიახლე პირადად აცნობეს.
ალგეთის ადმინისტრაციული ერთეულს სასმელი წყლით ამ დრომდე „რუსთავ წყალი“ ამარეგბს, თუმცა დავალინების გამო კომპანიამ მოსახლეობას წყალი შეუწყვიტა.
საკითხი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის აქტიური ჩართულობით, კომპანია „რუსთავის წყალი“-ს წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს შორის მიმდინარე ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად დადაბითად გადაწყდა და წლების განმავლოაში გადაუჭრელი პრობლემა მოგვარდა.
უახლოს პერიოდში კიდევ რამოდენიმე სოფელი მომარაგდება სასმელი წყლით.