ჯანმოს წარმომადგენელი: მხოლოდ ნიღბის ტარება საკმარისი არაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას სასურველია, დისტანცია სულ მცირე ერთი მეტრი იყოს

997

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობის უფროსი ოფიცრის, კატერინ სმოლვუდის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ადამიანებმა ერთმანეთისგან დისტანცია ისე უნდა დაიცვან, როგორც ეს შესაძლებელია და სასურველია, რომ დისტანცია სულ მცირე 1 მეტრს შეადგენდეს. ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა პირბადის ტარების აუცილებლობას და ამ კონტექსტში საქართველოში შემოღებული რეგულაციაზე გაამახვილა ყურადღება.

„რა თქმა უნდა, ის წესები უნდა იქნეს დაცული, რომელიც მოთხოვნილია მთავრობის მხრიდან, ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მხრიდან. რამდენადაც მესმის, სხვადასხვა ქვეყანა სხვადასახვა ზომებს იღებს და სხვადასხვა წესები შემოაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის. ხშირ შემთხვევაში ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ტრანსორტი ჩვეულებრივთან შედარებით, ნაკლებად გადატვირთულია და ეს იმისთვის კეთდება, რომ სულ მცირე, 1- მეტრიანი დისტანციის დაცვა იყოს შესაძლებელი, რომლის რეკომენდაციასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც გასცემს ამ ტიპის ტრანსპორტისთვის, თუმცა ამასთანავე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა ნიღბების ტარების რეკომენდაციას და როგორც მესმის, საქართველოში მოსახლეობისთვის უკვე არსებობს მსგავსი მოთხოვნა, რომ მათ პირბადე უნდა ატარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დროს, რაც თანხვედრაში მოდის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციასთან. თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ მხოლოდ ნიღბის ტარება საკმარისი არ არის, ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას სხვა ადამიანებისგან დისტანცია ისე უნდა დაიცვათ, როგორც ეს შესაძლებელია და სასურველია, ეს, სულ მცირე, ერთი მეტრი იყოს,“- განაცხადა კატერინ სმოლვუდმა.