ლტოლვილთა დანიის საბჭო ფოთში სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებას ააშენებს

500

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობას შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ლტოლვილთა დანიის საბჭო ფოთში, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებას ააშენებს. კერძოდ, 9 აპრილის ხეივანზე, N5 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ადგილას, ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, 120 აღსაზრდელზე გათვალისწინებული საბავშვო ბაღი აშენდება. საერთაშორისო ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე 26 ივნისს გამოცხადდება.

ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს ხელი ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ და ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ მოაწერეს ხელი.
პროექტის ღირებულება 800 ათასი ლარია. იგი ხორციელდება ლტოლვილთა დანიის საბჭოს, გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (KfW) , საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას ჩართულობით.
დანიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ ფოთში მსგავსი პროექტი ორი წლის წინ განხორციელდა. სკოლამდელი დაწესებულება დევნილთა დასახლებაში 2018 წელს შევიდა ექსპლუატაციაში.