რუსთავის მერი: შემდეგი წლისთვის 10-ზე მეტი ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება

288

“სანამ რამეზე თავს მოვიწონებთ, უნდა ვთქვათ, რომ ერთ-ერთი რთული მდგომარეობაა დღეს ბაღებში ინფრასტრუქტურის კუთხით”,- ამის შესახებ ნინო ლაცაბიძემ არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომელთაც მერმა მუნიციპალიტეტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

ლაცაბიძის თქმით, მომავალი წლისთვის რუსთავში 10-ზე მეტი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

“სანამ რამეზე თავს მოვიწონებთ, უნდა ვთქვათ, რომ ერთ-ერთი რთული მდგომარეობაა დღეს ბაღებში ინფრასტრუქტურის კუთხით. პრემიერთან ერთად რამდენიმე ბაღის რეაბილიტაცია უკვე დაგეგმილია და მომავალ წელს განვახორციელებთ. დაახლოებით 14-15 ბაღია, რომლის სრული რეაბილიტაციაც მოხდება.

ჩვენ გავხსენით ახალი ბაღი, რომელიც ირაკლი ტაბაღუას დროს იყო დაწყებული და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ძველი რუსთავისთვის. ეს ბაღი არის მაგალითი, როგორი უნდა იყოს ყველა ბაღი, ალბათ ნებისმიერი დედა, რომელიც ბავშვს ამ ბაღში მიიყვანს, ინატრებს, რომ ჩემი ბავშვის ამ ბაღში დადიოდესო. მართლაც, თანამედროვე, უსაფრთხო, ისეთი, როგორიც ბავშვის განვითარება-ზრდისთვის იქნება საუკეთესო.

ბაღებში რაც შევძელით ჩვენი არსებული ბიუჯეტით იმ სტანდარტების დაცვა და გაუმჯობესება, რაც არის მინდა გითხრათ, რომ ბაღების მიმართულებით კვება და რაციონი საუკეთესო გვაქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით”,- განაცხადა ლაცაბიძემ.