2019 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 25 სოციალური სახლი აშენდა, ,,ერთი თბილი ოთახის” პროგრამაში 18 ოჯახი ჩაერთო. მიმდინარე წელს კი 25 სახლი აშენდება. შეიცვალება საცხოვრებელი სახლების დიზაინი და გაიზარდება მოცულობა.
,,სოციალურ სახლებთან ერთად, თავისუფლების ქუჩაზე, სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის 20 ბინიანი კორპუსის მშენებლობას ვაპირებთ, ასევე რუხში მოხუცთა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრი ,,ჩემი მორდუ” აშენდება. პროექტს საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი” ახორციელებს და მისი ღირებულება ნახევარ მილიონ ლარზე მეტია”, – განაცხადა ანგარიშის წარდგენისას ზუგდიდის მერმა.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს, ზუგდიდში მცხოვრებ შშმ პირებს შესაძლებლობა აქვთ ფულადი დახმარების ნაცვლად სარეაბილიტაციო მკურნალობის თანადაფინანსება მიიღონ.
“სიახლეა ჯანდაცვის პროგრამებშიც. მიმდინარე წელს სამედიცინო დახმარების პროგრამას დაემატა რამდენიმე ახალი ქვეპროგრამა, მათ შორისაა: 18 წლამდე ასაკის ბავშვების სასმენი აპარატის ღირებულების თანადაფინანსება. გაიზარდა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა 50-დან 65-მდე, ასევე გაიზარდა დაფინანსებული საათების ოდენობა 15-დან 18-მდე.
2019 წლს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აშენდა 5 ახალი ამბულატორია – ახალაბასთუმანის, ხურჩის, ყულიშკარის, კახათისა და ინგირის ადმინისტრაციულ ერთეულებში და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცაიშის, ჩხორიასა და აბასთუმანის ამბულატორიებს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა დასრულდა ლომთათიძის ქუჩაზეც”,- განაცხადა გეგა შენგელიამ.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ, განახლებულ ბოტანიკურ ბაღში ერთწლიანი ანგარიში წარადგინა.