პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილელებს მეორე მოსმენით განიხილავს, სხდომა „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრების გარეშე მიმდინარეობს

515

პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით უნდა განიხილონ, რეგისტრაცია 115-მა დეპუტატმა გაიარა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ სხდომის დაწყებისას განაცხადა, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვისთანავე, მისი კენჭისყრა გაიმართება.

საკითხის განხილვამდე, პლენარულ სხდომაზე დეპუტატები პოლიტიკური განცხადებებით გამოდიან.

რაც შეეხება ოპოზიციას, დღევანდელ სხდომას „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ესწრებიან.