ხუნდაძე: მაჟორიტარებს სიურპრიზები არ გვახასიათებს, ამჯერად ჩვენი პოზიციაა, რომ უკლებლივ მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს

548

შემდეგი სტატია

უმრავლესობის სხდომაზე ძირითადად, იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის საკითხი. კიდევ ერთხელ გავივლით, თუ ვინმეს აქვს წინააღმდეგობა, რომ იქნას შიგნით დაფიქსირებული,- ამის შესახებ „ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშმა, მაჟორიტარ დეპუტატებს „სიურპრიზები არ ახასიათებთ” და საკონსტიტიციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ.

„ჩვენ სიურპრიზები არ ვიცით, ჩვენ ვიცით წინასწარ გაფრთხილება. გახსოვთ მაშინ, როცა ჩვენ გავწიეთ წინააღმდეგობა სესიაზე, ჩვენ გავაფრთხილეთ როგორც უმრავლესობა, ასევე უმცირესობა წინასწარ. წინა დღეებში, წინა კვირებში ჩვენ ვაკეთებდით ამ განცხადებებს და ვაფიქსირებდით ჩვენ პოზიციას. ასე რომ, ჩვენ სიურპრიზები არ გვახასიათებს, ჩვენ გვახასიათებს ჩვენი პოზიცია, ამჯერად ჩვენი პოზიციაა იმდაგვარი, რომ ჩვენ დავუჭერთ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს უკლებლივ.

უმრავლესობის სხდომაზე ძირითადად, იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის საკითხი. ჩვენ კიდევ ერთხელ გავივლით, თუ ვინმეს აქვს წინააღმდეგობა, რომ იქნას შიგნით დაფიქსირებული. ძირითადად, მაჟორიტარებზე იყო მოლოდინი, რომ შესაძლო იყო წინააღმდეგობა გაეწიათ, მაგრამ გიდასტურებთ, რომ მაჟორიტარები, რომლებსაც გვქონდა გარკვეულწილად, სხვა პოზიცია, ჩვენ მხარს დავუჭერთ,”- განაცხადა ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, უმრავლესობის სხდომა დღეს 15:00 საათზეა ჩანიშნული. დღესვე საკონსტიტუციო ცვლილებებს იურიდიულ კომიტეტში განიხილავენ. ხოლო კვირას, 21 ივნისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა იგეგმება.