“აქაურობა დაამსგავსეს საღორეს” – ზურაბ ჯაფარიძემ გადათხრილ ჭავჭავაძეზე გოჭი გაასეირნა

880

გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გადათხრილ ჭავჭავაძის გამზირზე გოჭი გაასეირნა. მისი თქმით, “აქაურობა, რამდენიმე თვეა, დაამსგავსეს საღორეს”. ჯაფარიძის შეფასებითვე, “თბილისის დაფუძნებაზე არ დაუხარჯავს იმდენი დრო გორგასალს, რაც ამან [კახა კალაძემ] ჭავჭავაძეს დაახარჯა”.

შესაბამისი ვიდეო ჯაფარიძემ საკუთარ ფეისბუქზე გაავრცელა.

“აქაურობა რამდენიმე თვეა დაამსგავსეს საღორეს. ხოდა რავიცი, რეაბილიტაციაც მესმის და ყველაფერი, მაგრამ ამდენი დრო თბილისის დაფუძნებაზე არ დაუხარჯავს გორგასალს, რაც ჭავჭავაძეს დაახარჯეს. ამიტომ მოვიყვანე იმის შესაფერისი ცხოველი, რასაც დაამსგავსეს და ერთობა”, – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ გოჟს ვაკის პარკის საპატივსაცემოდ მისი სახელი დაარქვა.

 

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია 2019 წლის 30 მაისს დაიწყო. კახა კალაძე წლის ბოლოს ამბობდა, რომ სამუშაოები მთლიანად 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდებოდა, თუმცა, ასფალტს დღემდე აგებენ.

ივნისის თვეში ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მოძრაობის სქემა კიდევ ერთხელ შეიცვალა. გამზირი პირველად რეაბილიტაციის გამო 2019 წლის 29 მაისს გადაიკეტა. ადგილზე სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.