ბათუმში, მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

476

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბათუმში მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

სამუშაოები 13 მისამართზე ხორციელდება. რეაბილიტაცია კი ქალაქის სამ მისამართზე უკვე დასრულდა. პროექტი მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.

სამუშაოების ჯამური ღირებულება 572 ათას ლარზე მეტს შეადგენს.