ქარელის სოფლებში, აფნისსა და ჩიტიხევში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

517

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სოფელ აფნისში საავტომობილო გზის საფუძვლის ქვედა ფენის მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით და საფუძვლის ზედა ფენის მოწყობა ფრაქციული ღორღით 0-40მმ, აგრეთვე, ხელოვნური ნაგებობების მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

სოფელში, ჯამურად, 1,450 კმ გზის საფარი დაიგება. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს შპს “ერ ტე დე“ ასრულებს.

ასევე, აქტიურ ფაზაშია ჩიტიხევის გზის რებილიტაცია. მოწყობილია საფარის ქვედა ფენა მსხვილმარცვლოვანი ასფალტობეტონით და ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის ღია ღარი ეწყობა.

პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სულ დაიგება 1,156 კმ გზის საფარი. სამუშაოებს შპს ,,დინ გრუპი“ ასრულებს.