18 ივნისს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ნატახტრის სათავე ნაგებობის მაგისტრალურ წყალსადენზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს

724

თბილისის ნაწილს ხვალ წყალმომარაგება დროებით შეუწყდება. კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცნობით, დღეს დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, ნატახტრის სათავე ნაგებობის მაგისტრალურ წყალსადენზე გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

მათივე ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუშავებენ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, რთული ტექნიკური სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობისას მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი. აღნიშნულ პერიოდში, ხვალ, 18 ივნისს, 23:00 საათიდან, 19 ივნისის 15:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

კრწანისის რაიონში: შარდენის, რკინის რიგის, ბამბის რიგის, კოტე აფხაზის, ერეკლე მეორეს და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: სამტრედიის, აგლაძის, ევდოშვილის, თევდორე მღვდლის, წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის, ჩხეიძის, აბაშიძის და მიმდებარე ქუჩებს.

ნაძალადევის რაიონში: დადიანის ქუჩის ნაწილს, დიდუბის დასახლებას, ბუაჩიძის და ერისთავის ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, “ფეისბუქისა” და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge