ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრის შენობის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, გარემონტდა დარბაზი, სამსახიობო და საგრიმიორო ოთახები, სარდაფი, სახურავი, დამონტაჟდა ვენტილაციისა და გაგრილების სისტემები.
“მეორე ეტაპზე დაგეგმილია შენობის გარე ფასადის რეაბილიტაცია. პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 795 998 ლარია. იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, – განმარტავენ სამხარეო ადმინისტრაციაში.