თბილისი-კოჯრის გზატკეცილის პირველ შესახვევში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

583

მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.

გამგეობის ინფორმაციით, ამჯერად, თბილისი-კოჯრის გზატკეცილის პირველ შესახვევში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ მისამართზე სამანქანო გზა სრულად ამორტიზებული იყო და ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა დაგებული.

პროექტის ფარგლებში, ორფენიანი ასფალტი 950 კვ.მ. ფართობზე დაიგო. დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე, ლევან ბაჩიაშვილი გაეცნო.

სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 000 ლარია გამოყოფილი.