ბორჯომის სოფელ დვირში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაიწყო

546

სოფელ დვირში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სოფლის 2 უბანში ჯამში 1 400მ რკინა-ბეტონის გზის საფარი დაიგება.

„პროექტი, ასევე, მოიცავს სანიაღვრე არხებისა და ეზოებში შესასვლელი მონაკვეთების მოწყობას. აღნიშნულ უბნებში გზის საფარი არასოდეს ყოფილა. პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.