საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდება, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„სამწუხაროდ, დღეს დაზუსტებით ვერავინ ამბობს პოსტ-კოვიდური მსოფლიო როგორი იქნება, რაც უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეების წინაშე. ყველას კარგად გვესმის, რომ ვალდებულება ნელ-ნელა, ფრთხილად, ეფექტიანად და გააზრებულად დავუბრუნდეთ ჩვენს ნორმალურ ცხოვრებას, როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ასევე, სოციალური მიმართულებით არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და აღარ გაგრძელდეს კომენდანტის საათი.
თუმცა ვირუსი არსად წასულა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენთან ერთად იქნება ის პერიოდი, რომელზეც დღეს დაზუსტებით მსოფლიოში ვერავინ ამბობს. ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც მთავრობის, ასევე თითოეული მოქალაქის კიდევ უფრო იზრდება და მოთხოვნა სოციალური დისტანციის, პირბადის და სხვა იმ მოთხოვნების, რომლებსაც ჯანდაცვის სპეციალისტები გვიყენებენ არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერმა.
საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს ამოქმედდა,