გორის სოფელ სკრაში მზის ელექტროსადგური მოეწყო – დევნილები დენს უფასოდ მიიღებენ

492

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში, დევნილთა დასახლებაში, ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოსდაცვითი სამინისტროს გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტოს დაფინანსებით, მზის ელექტროსადგური მოეწყო. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ლიეტუვიდან მზის ელექტროსადგურის მოსაწყობად საჭირო კონსტრუქციები, მზის პანელები და სხვა მასალები კერ კიდევ იანვარში ჩამოიტანეს.

მზის ელექტროსადგურის მონტაჟი უზრუნველყო საქართველოში რეგისტრირებულმა კომპანიამ “შპს მზის სახლმა” და სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ საქაშეთსა და სოფელ სკრის დასახლებაში მცხოვრები ერედვის, ქურთისა და თიღვის მუნიციპალიტეტებიდან დევნილი ოჯახები მზის ელექტროსადგურის მონტაჟის შემდგომ ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ელექტროენერგიას უფასოდ მიიღებენ.

პროექტის მთლიანი ღირებულება 350 000 ევროს შეადგენს.