ბორჯომის ცენტრალურ პარკში, წყლის ბიუვეტთან ჰორტენზიების ხეივანი გაშენდება. მცენარეების დარგვა უკვე დაწყებულია.
ამასთან, გარდა ჰორტენზიებისა, პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ყვავილები, მათ შორის: ტაგეტები, პეტუნიები, ბეგონიები, პელარგონიუმები, ცინიები, გაზანიები, ლავანდები, ვარდები და ორი სახის ჰიდროგეა დაირგვება.
„ჩვენ ვერ ვუღალატებთ ჩვენს ერთგულ დამსვენებელს და ვიზიტორს – პარკი ყვავილნარით უნდა დავახვედროთ, ეს ჩვენი მთავრი პრიორიტეტია“,– აცხადებემ ბორჯომის პარკის ადმინისტრაციაში.
ბორჯომის ისტორიული ცენტრალური პარკი ოფიციალურად მიმდინარე წლის 15 ივნისს გაიხსნება. ვიზიტორებისთვის პარკში შესვლა წლის ბოლომდე უფასო იქნება.