ბორჯომში საფეხმავლო ბილიკები ეწყობა

800

ბორჯომში კოსტავას მოედნის მიმდებარედ, საფეხმავლო ბილიკები ეწყობა. რეაბილიტაცია სუპერმარკეტ “ციცინათელადან” რკინიგზის სადგურამდე მონაკვეთს უტარდება.

პროექტის მიხედვით, ობიექტზე გამყოლი კედლის მოპირკეთების სამუშაოები უკვე დასრულებულია.

ამჟამად მიმდინარეობს ბაზალტის ბორდიურების მოწყობის სამუშაოები. სავალ ნაწილზე გათვალისწინებულია ასფალტო ბეტონის საფარის დაგება და გაზონის კეთილმოწყობა.

პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივები და ქალაქის სტუმრები მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.