კომპანია „ჯივიპიმ“ სამგორის რაიონში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა 2 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და სახანძრო ჰიდრანტები მოეწყო.
„კომპანია დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებზე მუშაობას ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს. აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციაში ,,ჯივიპიმ” 300 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.