ასპინძაში შიდა ქუჩების რეაბილიტაცია იწყება

488

ასპინძაში 4 ქუჩის რეაბილიტაცია იწყება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ქუჩებს 379 999 ლარად მოაასფალტებს.

დაბა ასპინძაში მოასფალტდება ფიროსმანის, არაყიშვილის, ერკოტის ქუჩებისა და,,ერეკლეს ნახიდარიდან” ვარძიის ქუჩამდე.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “საგზაო სამშენებლო სამმართველო N1” შეასრულებს, ამ ეტაპზე ადგილობრივი თვითმმართველობა კომპანიასთან ხელშეკრულებას აფორმებს.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 65 დღეში დასულდება.