ლიკანის კომპლექსის რეაბილიტაცია იწყება

609

საპარტნიორო ფონდი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის – ლიკანის კომპლექსის რეაბილიტაციას იწყებს.

ლიკანის პარკი, მასში განთავსებული ნაგებობებით, საქართველოს ტერიტორიაზე დღემდე შემორჩენილი ერთ-ერთი კომპლექსია, რომელსაც ისტორიული, არქიტექტურული და მემორიალური ღირებულება აქვს.

გასულ კვირას, მთავრობის გადაწყვეტილებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს „ლიკანის პარკს“ ეროვნული ძეგლის მნიშვნელობა მიენიჭა.